LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ განვიხილავთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს“ – აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს

172
1641843964-https---cdn.cnn-.com-cnnnext-dam-assets-211031174109-psaki-101821

აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს.

ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ არ განიხილავს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს.

“მიზეზი, რის გამოც ეს არ იყო ის ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტს სურდა გადაედგა, არის ის, რომ არასაფრენი ზონის გამოცხადება განხორციელებას მოითხოვს. ეს აშშ-ის სამხედროებისგან რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას მოითხოვს და რუსეთთან პოტენციურ პირდაპირ ომს გამოიწვევს. ეს ის ნაბიჯია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა,”-განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

პოდოლიაკი: მხოლოდ დახურული ცა შეაჩერებს ესკალაციას, დროა, დასავლელმა პარტნიორებმა პასუხისმგებლობა აიღონ ომის დასრულებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები