“იმ ფონზე, როდესაც რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, როდესაც ჩვენ გვაქვს უსაფრთხოებასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გამოწვევები, როდესაც გვაქვს ახალ გეოპოლიტიკურ გარემოებასთან მიმართებაში, რუსეთის სამხედროს ყოფნის გაზრდა რეგიონში უკვე თვალსაჩინო არის, რომ ეს არის შედეგი, რომელიც მიღებული იქნა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად.” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება კონცენტრირებული უნდა იყოს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეს. მისი თქმით, ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს:
“როდესაც ქვეყანა, ხელისუფლება და არამხოლოდ ხელისუფლება, მთლიანად ჩვენი საზოგადოება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო, უნდა იყოს კონცენტრირებული იმ გამოწვევებთან, რაც არის დაკავშირებული პანდემიასთან, ეკონომიკის აღორძინებასთან, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე. ჩვენი მთავარი გამოწვევები არის ის გამოწვევები, რომელიც მე ჩამოვთვალე და რომელსაც ასევე მუდმივად იმეორებენ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები. ამიტომ, ეს არის მათი რჩევა, რომ დროზე დასრულდეს.” – თქვა მისნიტრმა.
მისივე თქმით, ის განცხადებები, რაც სენატორების მხრიდან მოისმინეს, არის რჩევა, როგორც მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორების.
ბოლოს კი აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ არანაირი სანქციების დაწესების მოლოდინი არ აქვს.