LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ გვშია, თუმცა პატარების დახმარება ნამდვილად არ არის ზედმეტი”

227

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში, მისი შვილების კვებასთან დაკავშირებულ არასწორ ინფორმაციაზე განმარტებებს აკეთებს.

როგორც ის წერს, კომპანია “ჰუმანამ” მათ ნამდვილად გადასცა გარკვეული პროდუქტები, თუმცა მხოლოდ 1 თვის მარაგი. სარიშვილის თქმით, ინფორმაცია, რომ პატარების კვება თავის თავზე ამ კომპანიამ აიღო სიცრუეა.

სარიშვილი მადლობას უხდის “ჰუმანას” საჩუქრისთვის და ამბობს, რომ ბავშვებისთვის დახმარება არ იქნება ზედმეტი, სწორედ ამიტომ აზუსტებს აღნიშნულ ინფორმაციას.

“არ ვიცი საიდან და რის საფუძველზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გავრცელებულია ხმა რომ ჩემი პატარების კვებაზე მუდმივად ზრუნავს კომპანია “ჰუმანა”, რაც არასწორი ინფორმაციაა.

“ჰუმანა”–ს წარმომადგენელი მართლაც გვესტუმრა შინ რამდენიმე თვის წინ ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად და კარგადაც დაგვასაჩუქრა დაახლოებით 1 თვის მარაგით. იმდენად რამდენადაც ბავშვები ალერგიულები არიან და ამის გარდა მათ მუცლის ღრუს ორგანოებზე სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ, ჩვენ მხოლოდ ჰიპოალერგიულ რძეს და პამპერსებს მოვიხმართ და ამიტომ ბევრი რამ, რაც “ჰუმანას” საჩუქრებიდან რამდენიმე თვეზე იყო გათვლილი, სხვა ბავშვებს დავურიგეთ “ჰუმანას” საჩუქრიდან.

ამ განცხადებას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ რომ დახმარების მსურველ სხვა კომპანიებს და ადამიანებს არ ჰქონდეთ არასწორი ინფორმაცია რომ თითქოს რომელიმე კომპანიამ თავის თავზე აიღო ჩემი პატარების კვება.

ჩვენ იმდენი მეგობარი გვყავს, ნაცნობიც და უცნობიც, რომ ნამდვილად არ გვშია და არც არავის იმედად არ ვართ, თუმცა პატარების დახმარება ნამდვილად არ არის ჩვენთვის ზედმეტი.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კომპანია “ჰუმანას”, რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ერთჯერადად ჩვენთვის გამოსადეგი 1 თვის პროდუქციით მოგვამარაგა”, – წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g