LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა პატიმარს შეხვდეს ციხეში: სალომე სამადაშვილი

295
სამადაშვილი-1

“არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა იმ უფლების გამოყენებაზე, რომელიც მას აქვს – პატიმარს შეხვდეს ციხეში, უპრეცედენტო რამ მოხდა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრამდე განაცხადა.

მიხილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს: ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

„ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ნათელი სიგნალი გაუგზავნა არამხოლოდ ანა ფოტიგას, ან მის პოლიტიკურ ჯგუფს, ან მის ქვეყანას, არამედ, ფაქტობრივად, ევროპას, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ზურგს აქცევს შესაბამისად ევროკავშირს და ჩვენს მეგობრებს.

ნათელია, რომ ვინც „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის სამსახურშია ჩამდგარი, ასრულებენ იმ დავალებას, რაც ივანიშვილისგან მიიღეს, რომ საქართველოს მართლაც არ შერჩეს მეგობრები დასავლეთში.

ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელიც მრავალი წელიწადია იბრძვის, როგორც ძალიან ცოტა ქართველი დიპლომატი იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის. რუსეთთან უმწვავესი დაპირისპირების მომენტებში ის, ყოველთვის იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვის ევროპაში. თუ სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანი არ იცნობს საქართველოში რა ხდება და უფლება არ აქვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეხვდეს საპატიმროში, ეს ერთადერთ რამეს ამბობს – გასაგებია ყველაფერი, გასაგებია ვის ემსახურება ეს ხელისუფლება.

ვფიქრობ, გუშინდელი გადაწყვეტილებით ალბათ, ძალიან კმაყოფილი იქნებოდა რუსეთი, რომელიც უპირისპირდება ყველა ისეთ ევროპელ პოლიტიკოსს, რომელიც ძალიან აქტიურად ატარებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ევროპაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g