LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს: ევროპარლამენტარი ანა ფოტიკა

288
pjimage-7

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე მას უარი უთხრეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

“მიხილ სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე უარი მითხრეს. საქართველოში ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნების და გამჭვირვალობის ნაკლებობა დასანანია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელია”, – წერს ფოტიგა.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით სამი ევროპელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა. მათ შორისაა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები