LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მაქვს ამაზე პრობლემა და ვერც ვხედავ ვერაფერს საპრობლემოს“ – ხინჩეგაშვილი კითხვაზე, უნდა ერქვას თუ არა, გორის მთავარ გამზირს სტალინის სახელი

170
ლადო ხინჩეგაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, ის ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ ქალაქის მთავარი გამზირი სტალინის სახელობისაა.

აღნიშნულზე გორის მერმა ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა, რა დროსაც მას ჰკითხეს, როგორია მისი აზრი სტალინის სახელობის მთავარ გამზირზე:

„ჩემი პირადი აზრია, რომ არ მაქვს ამაზე პრობლემა და ვერც ვხედავ ვერაფერს საპრობლემოს, რომ [გორში] სტალინის სახელი ჰქვია მთავარ გამზირს.“ – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას სტალინის ძეგლის დაბრუნების საკითხიც, რაზედაც ჟურნალისტებმა ხინჩეგაშვილს ასევე ჰკითხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g