LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა უამინდობისგან დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა

165
ლადო ხინჩეგაშვილი

გორის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა, რომლებსაც უამინდობის გამო სახურავები დაუზიანდა.

როგორც გორის მერიის Facebook გვერდზე ვკითხულობთ, უამინდობამ პრობლემები შექმნა გორში. ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელი კორპუსების ნაწილს, დაზიანებულია მე -4 საჯარო სკოლის დარბაზის სახურავის ნაწილი.

მათივე ინფორმაციით, მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება.

„მაქსიმალურად დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას. სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესწავლა. შემთხვევის ადგილებზე უკვე მოხდა დათვალიერება, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. სტაბილურია 82 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მას გაუწია შესაბამისი დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები