LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

180
ავარია

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა – არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.

არსებული ცნობითვე, შემთხვევა მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა – ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

magti 5g