LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს” – ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

110
BeFunky-collage (2)

ისრაელში საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

“მეგობრებო, სატელეფონო საკომუნიკაციო აპლიკაციებით (ძირითადად watsapp) მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

ამგვარი სმს-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება.

არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან.

დაიცავით წინა განცხადებებში აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები.

მშვიდობიან დღეს გისურვებთ”, – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

“ჰამასმა” სარაკეტო იერიში განაახლა – დაჯგუფებამ 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, დაშავდა 4 ადამიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g