დედა-შვილის ურთიერთმიჯაჭვულობა დღემდე ამოუხსნელ ფენომენად რჩება. ასეა ცხოველებშიც. ამის თვალსაჩინო მაგალითია, ავსტრალიის ვეტ-ჰოსპიტალში მომხდარი ამბავი.
საქმე იმაშია, რომ ლიზისა და მის პატარა ფანტომის, მანქანა დაეჯახა. საბედნიეროდ, ექვსი თვის კოალას მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა, თუმცა მის დედას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
ავარიისას დაშავებული კოალა ცხოველთა ვეტ – ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაციის ჩატარების მიზნით გადაიყვანეს, მაგრამ შვილი დედას ვერ მოაშორეს, ამიტომ ოპერაციის მსვლელობისას პატარა არსება დედას გულზე ჰყავდა მიხუტებული.
“წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორ გადაიტანდა ეს არსება დედის სიკვდილს. ოპერაციის განმავლობაში დედის გულთან იყო მიხუტებული, მაქსიმალურად ვეცადეთ ამაში ხელი არ შეგვეშალა, რადგან დაშორება ემოციურად გაანადგურებდა”- ამბობს ვეტერინარი.
საბედნიეროდ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.