LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი“ – რა თქვა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენაში ბრალდებულმა პროცესზე

870
Untitled design (2)

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული ანზორ ლომიძეც, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახლა საცხოვრებელი არ აქვს:

„განათლება არაფერი… სტანდარტული, 12 კლასი დავამთავრე. თემქაზე ვცხოვრობდი. ახლა საცხოვრებელი არ მაქვს“, – თქვა მან.

ბრალდების მხარე ანზორ ლომიძისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

როგორც პროკურორმა ალინა კუკავამ განაცხადა, ბრალდებული ხანდახან აგრესიულად გამოიყურება. პროკურორის თქმითვე, თავად ბრალდებულის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და მედიკამენტებს არ იღებდა.

„მან არ მიიღო მედიკამენტი. დატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო“, – თქვა ალინა კუკავამ.

ბრალდების მხარის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდების შესახებ არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. ადვოკატის თქმით, ანზორ ლომიძე ვერ აღიქვამს მოვლენებს. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შესაბამის სტაციონარში უნდა მოთავსდეს.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი 31 მარტს გაჩნდა.

ამავე თემაზე:

შსს სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან…არ იყო ვერიფიცირებული” – სამორინე „ამბასადორი” განცხადებას ავრცელებს

„თავს დამნაშავედ არ ცნობს, გამორიცხავს, რომ ითამაშა, ამბობს, რომ ისვენებდა და განტვირთვა უნდოდა – რა კადრებიც გავრცელდა, ინსტინქტია თავი გადაერჩინა“ – სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი 

სასტუმრო „ამბასადორი“: შენობაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია

ვიდეო: თბილისში, შავთელის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია

 

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g