LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მინახავს მამა, რომელიც თავის შვილს დაადანაშაულებდა – თალაკვაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე [ვიდეო]

154
tktrkr6kir

არ მინახავს არც ერთი მამა, რომელიც თავის შვილს დაადანაშაულებდა,- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტვ “პირველის” ეთერში გააკეთა. გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა დღეს საზოგადოებას და თავად მალხაზ მაჩალიკაშვილს პასუხი კითხვაზე, იყო თუ არა მისი შვილი ტერორისტი.

თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხი ემოციურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ.

“მე არც მოველი და არც მინახავს, მათ შორის მძიმე წლებში, როდესაც საქართველოში ბევრი ტრაგედია ტრიალებდა, არ მინახავს არც ერთი მამა, რომელიც საკუთარ შვილზე იტყვის ან იტყოდა, რომ მისი შვილი რაიმე კონკრეტულ ბრალდებაში იყო დამნაშავე და თავის შვილს დაადანაშაულებდა.

ის, რომ ეს ადამაიანი ემოციურ განცხადებებს აკეთებს და პრინციპულად არ ეთანხმება იმ საკითხს და გამოძიებს მიერ გაკეთებულ დასკვნების ნაწილს, ეს ბუნებრივია. გამოძიება რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, გგონიათ მას დაკარგულ შვილს დაუბრუნებს? ვერა, ემოციურ კონტექსტში ნუ ვისაუბრებთ“ – განაცხადა თალაკვაძემ

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, არ მალავს, რომ აინტერესებს მისი მტერი ვინაა. მისი თქმით, სუს-ში დაკითხვაზე მივიდოდა, თუ ეცოდინებოდა, რომ ის სავარაუდო ტერაქტის მომზადებას ეხებოდა.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მზადაა დაკითხვაზე ნებისმიერ დროს მივიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g