LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა, ჭორაობაში შევყვე.. საუკეთესო კონსოლიდაციის კანდიდატი იქნებოდა თამარ კორძაია” – რას პასუხობს დეკანოიძე ელისაშვილს

264
Untitled design (2)

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა „ქართულ ოცნებას“ ხატია დეკანოიძემ შესთავაზა, თავად დეკანოიძე ეხმიანება.

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია

დეკანოიძე ელისაშვილს ურჩევს, მსგავსი საუბრებით ლევან იოსელიანი არ დააზიანოს:

„არ მინდა, რომ ჭორაობაში შევიდე და ამ საუბრებში ელისაშვილს შევყვე. საუკეთესო კონსოლიდაციის კანდიდატი თამარ კორძაია იქნებოდა.

ალეკო ელისაშვილს მოვუწოდებ, ასეთი საუბრებით თავის ყოფილ თანაგუნდელს ნუ დააზიანებს, რადგან აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, სახალხო დამცველის ინსტიტუტმა უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისათვის, დღეს ალეკო ელისაშვილმა გამაცხადა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე არ უფიქრიათ, არც პირველი გასაუბრების და არც კანდიდატების ჩაგდების შემდეგ, რადგან ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

„პარტიულ გეგმებზე ვსაუბრობდით ხოლმე. ხატია დეკანოიძე იყო ის, ვინც სულ თავიდან შემოგვთავაზა, გვითხრა, რომ ლევანის კანდიდატურა კარგი იქნებოდა და თუ მის კანდიდატურას დავაყენებდით, მას „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერდა, ნაწილი მაინც. ამის შემდეგ ჩვენთან „ქართული ოცნებიდან“ ერთი ჯგუფი მოვიდა და გვითხრა, რომ ხატია დეკანოიძემ გვითხრა, იოსელიანის კანდიდატურა კარგი იქნება და მას მხარს დავუჭერთო. „ქართულ ოცნებას“, დაახლოებით, სამჯერ უარი ვუთხარით. შემდეგ დიდხანს ვისხედით და ვწონიდით, გვიღირდა ეს თუ არა.

რა შეიცვალა და დეკანოიძე ამას საჯაროდ რატომ უარყოფს, არ ვიცი. თავად რომ მოჰყვეს, ცუდი არ იქნება, ეს მისი აზრი, მისი იდეა იყო“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.

„ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი” – ლევან იოსელიანი

mazda magti 5g