LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი” – ლევან იოსელიანი

200
BeFunky-collage - 2023-03-06T220950.071

გამოითქვა სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი. ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იქნება ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი.

„ჩვენ გვაქვს კანონი სახალხო დამცველის შესახებ, სადაც ნათლად წერია, რომ სახალხო დამცველმა უნდა დატოვოს ყველა პოლიტიკური თანამდებობა, უნდა დატოვოს პოლიტიკა, პარტია, თუ ის არჩეული იქნება სახალხო დამცველად, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ არჩევამდე სახალხო დამცველი შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ეს ჩანაწერი გულისხმობს სწორედ ამას. ეს სკეპტიციზმი, რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს სახალხო დამცველი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი კონსტიტუციის 35-ე მუხლის შინაარსთანაც.

ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი. ვფიქრობ, რომ ამას ჩემი საქმიანობის შემდგომ ადამიანები შეხედავენ, მიხვდებიან და საბოლოო ჯამში, ის განცდა, რომ სახალხო დამცველი შეიძლება არის ვიღაცის და ვიღაცის არა, ასეთი რაღაც, ვფიქრობ,  რომ არ უნდა იყოს. მესმის, რომ არის რაღაც პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი შეგრძნება იმის, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგში არის ხალხთან და ის ამართლებს იმ სახელს, რაც ჰქვია სახალხო დამცველი“, – განაცხადა იოსელიანმა.

საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g