LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის დემოკრატისაა და მშვიდობის ადამიანად მეჩვენებოდა… ღრმად ვარ დამწუხრებული პუტინის საქციელით“ – სილვიო ბერლუსკონი პუტინს უკრაინასთან ომის გამო აკრიტიკებს

217
პუტინი და ბერლუსკონი

უკრაინული მედიის ცნობით, პუტინის დიდმა მეგობარმა და იტალიის ყოფილმა პრემიერმა, სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს ესტუმრა, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან ომის გამო გააკრიტიკა:

„არ შემიძლია და არ მინდა დავმალო, რომ ღრმად ვარ იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვლადიმირ პუტინის საქციელით… რუსეთი ვერ უარყოფს თავის პასუხისმგებლობას ბუჩასა და უკრაინის სხვა დასახლებებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის საშინელების წინაშე.

მე ის 20 წლის წინ გავიცანი, ყოველთვის დემოკრატისაა და მშვიდობის ადამიანად მეჩვენებოდა… რა სამწუხაროა. უკრაინაზე თავდასხმამ, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთი ევროპასთან დაეახლოებინა, ის ჩინეთის მკლავებში ჩააგდო.“ – განაცხადა ბერლუსკონიმ.

მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა უნდა დაასახელოს ისინი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და დაისაჯოს ისინი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები