LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მსურს აპოკალიპტური სიტუაცია დავხატო, მაგრამ დღეს, რადიოსექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა: გოგა სამუშია

309
fortuna.ge (2)

„არ მსურს აპოკალიპტური სიტუაცია დავხატო, მაგრამ დღეს, რადიოსექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ მედია პლატფორმა „კომერსანტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოგა სამუშიამ.

მისივე სიტყვებით, ბოლო წლებში, საკანონმდებლო რეგულაციების შედეგად, ისედაც დაზარალდა რადიო როგორც ბიზნესი მაგრამ დღეს, უკვე რადიოს, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორს, ძალიან უჭირს.

„რთულად გადასალახია ეს კრიზისი ჩვენს რეალობაში, რადგან პანდემიის პირობებეში, თავად ბიზნესსაც უჭირს პროგნოზების გაკეთება, რეკლამის განთავსება, შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ყოველდღიურად მცირდება, რის გამოც პასუხისმგებლობების შესრულებაც რთულდება, როგორც თანამშრომელთა ხელფასის სახით, ასევე სხვადასხვა საბიუჯეტო და სამაუწყებლო გადასახადის დაფარვის კუთხით.“

რადიოსექტორში ფინანსური ვარდნა 33-დან 93%-მდე მერყეობს: მაია მაზანაშვილი

ხელისუფლებასთან დიალოგს მე-10 თვეა ვითხოვთ: მაკა ჯახუა რადიო “მწვანე ტალღა”-ს დირექტორი

გოგა სამუშია ამბობს, რომ რადიოს გადასარჩენად სახელმწიფომ რადიობიზნესისთვის საგადასახადო ტიპის საშეღავათო პოლიტიკა უნდა გაატაროს და მინიმუმ, მის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების მოსაკრებლები დაასუბსიდიროს.

შეგახსენებთ, რადიომაუწყებლების ხელმძღვანელებმა სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ინფორმირებისა და გადარჩენის კონკრეტული ხედვით/გეგმით მთავრობას, უკვე, მეორედ მიმართეს.  ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრას მე-10 თვეა ითხოვენ.

თუ ასე გაგრძელდა გაკოტრება გარდაუვალია: რამაზ სამხარაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g