LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ნელდება იმ ერთიანობის და სიხარულის განცდა, რომელიც ეროვნული ნაკრების წარმატებამ განაპირობა.. ახალი კვირა, ახალი თვე და 74 დღე ევროპის ჩემპიონატამდე“ – შოთა არველაძე

142
Untitled design (1)

შოთა არველაძე საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას კიდევ ერთხელ ეხმიანება.

მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატამდე 74 დღე რჩება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატამდე დარჩენილი ყოველი დილა ჩვენთვის იმაზე ფიქრით დაიწყება, როგორი იქნება ჩვენი პირველი მოგზაურობა ევროპის ჩემპიონატზე.

„რამდენიმე დღის შემდეგაც, არ ნელდება იმ ერთიანობის და სიხარულის განცდა, რომელიც ეროვნული ნაკრების წარმატებამ განაპირობა. ფეხბურთში ბევრის მნახველ ადამიანებს თითქოს ემოციები ისე მძაფრად აღარ უმუშავებთ, როგორც გულშემატკივრობის თუ თამაშის პირველ პერიოდში. ჩვენც ბევრი გვინახავს, ბევრჯერ გაგვიხარებია გულშემატკივარი და ბევრჯერ გვიგრძვნია ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის პასუხისმგებლობა, მაგრამ ის, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია, არაფერს ჰგავს.

ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე, ყოველი დილა და ღამე იმის ფიქრით დაიწყება და დამთავრდება, როგორი იქნება ჩვენი პირველი მოგზაურობა, ემოციები და დიდი საფეხბურთო ფორუმი, საყვარელ გუნდთან ერთად. ეს გამარჯვება მხოლოდ მოგონებად და ლამაზ თარიღად არ უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ეს მომენტი ყველამ უნდა გამოვიყენოთ, გადავაფასოთ მიმდინარე თუ წარსულში მომხდარი ამბები, 26 მარტი შემოტრიალების წერტილად უნდა მოვნიშნოთ, ყველგან და ყველასთან, სადაც რესურსი და სურვილია, ეს ენერგია ერთობისკენ მივმართოთ. გუნდთან ერთად, მინდა კობის და იაშკას პირადად მივულოცო ეს წარმატება. ვიცი, რამდენს ნიშნავდა მათთვის ფინალი, ეს პერიოდი და მთელი ის გზა, რომელიც ამ წარმატებამდე გაიარეს.

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა, მოზარდები, მომავალი ფეხბურთელები უკვე გამარჯვებულ საქართველოში იღვიძებენ. ისტორიები, რომელსაც ისმენდნენ აღარ დაუკავშირდება მხოლოდ წარსულს და უკვე ჰყავთ ამ ამბის შემოქმედი, მისაბაძი ფეხბურთელები და გუნდი, ვის მაგალითზეც ხვალ გაიზრდებიან.

ახალი კვირა, ახალი თვე და 74 დღე ევროპის ჩემპიონატამდე!

მე ვარ საქართველო“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები