LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შეგეშინდეთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით” – კახა კალაძემ 2019 წელი შეაჯამა

109
76983687-3125361127480466-6041699635943178240-o

სხდომის ფორმატში ბოლო შეხვედრა გაიმართა დღეს დედაქალაქის მერიაში. კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის, გამგეობების, სსიპ-ების, ა(ა)იპების და შპს-ების ყველა თანამშრომელს დედაქალაქისთვის მიძღვნილი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა მედიამ, რომლებიც, როგორც კალაძემ აღნიშნა, არიან ის ადამიანები, რომლებიც მერიის საქმიანობას, თუ რა ხდებოდა, რა გამოწვევები იყო და ა.შ. აქტიურად აშუქებდნენ.

“2019 წელი იყო დატვირთული, მაგრამ წარმატებული წელი. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გვქონდა. გვქონდა ბევრი გამოწვევაც. მოძველებული ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა და განახლდა. დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოვეკიდეთ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ეს არის დედაქალაქის სიმდიდრე და ჩვენ მსგავს სამუშაოებს მომავალშიც გავაგრძელებთ”, – განაცხადა კახი კალაძემ.

ქალაქის მერმა გამწვანების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა მოხდეს არსებული მწვანე საფარის განახლება და ახალი სივრცეების მოწყობაც. 2019 წელი სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების წარმატებულ წლად აღიარა კალაძემ.
მან ისაუბრა ავტობუსების პროექტზე, სადაც მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და რიგ შემთხვევებში დამატებაც. მისივე თქმით, მომავალ წელს მერია კვლავ გააგრძელებს ავტობუსების შესყიდვის თემას. იმ რაიონებში, სადაც ავტობუსები საერთოდ არ დადიან, მოხდება მარშრუტების დანიშვნა, ხოლო იმ ადგილებში, სადაც მოცდის დრო დიდია, მოხდება ტრანსპორტის დამატება. მგზავრების მეტი კომფორტისთვის და იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უფრო სწრაფად იმოძრაოს, მერია მომავალ წელს ავტობუსებისთვის ცალკე ზოლების შექმნას გეგმავს.

ტაქსის რეფორმა წარმატებულია, ახალი წელი წელს ადრე დადგება – მერიაში მთავარი თემა ისევ სატრანსპორტო პოლიტიკაა

მომავალი წლისთვის გადაიდო ყვითელი მიკროავტობუსების საკითხის მოგვარება. კალაძემ აღნიშნა, რომ მიკროავტობუსების პრობლემა მომავალ წელს აუცილებლად მოწესრიგდება. მომავალ წელს დაექვემდებარება მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაც.

კახი კალაძე აცხადებს, რომ მომავალი 2020 წელი იქნება მეტი საქმის გაკეთების და მეტი წარმატების წელი, ამიტომ მოუწოდებს თანამშრომლებს “არ შეგეშინდეთ, ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g