LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის რეფორმა წარმატებულია, ახალი წელი წელს ადრე დადგება – მერიაში მთავარი თემა ისევ სატრანსპორტო პოლიტიკაა

422
73091766-3010585702291343-1500439407449079808-o

თბილისის საქალაქო სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ნაწილი – თეთრი ტაქსების საკითხი კვლავ აქტუალური თემა იყო მთავრობის სხდომაზე. კახი კალაძემ დღის წესრიგის მიერ გათვალისწენებულ თემებს შორის ყურადღება ტრანსპორტის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა.

ამდენი თეთრი ტაქსი, ახალი მანიშნებელი ბევრ ადამიანს სიამოვნებს – კახა კალაძე

სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებში კვლავ განიხილეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისა და რიგ შემთხვევაში მისი სრულიად შეცვლის პირობები. აქტუალური იყო ისევ მეტროს პრობლემა, სადაც უნდა დაიწყოს ახალი ვაგონების შესყიდვის, ძველების განახლების და სადგურების მოწესრიგების სამუშაოები.

„დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტაქსის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს“ – აღნიშნა კახი კალაძემ და მისივე განმარტებით მსურველთა რაოდენობა დღეის მდგომარეობით 11 ათასამდეა გაზრდილი. მერმა ასევე მოუწოდა ყველა A კატეგორიის ტაქსებზე მომუშავე მოქალაქეებს, რომლების მოაწესრიგებენ ავტომობილებს, მიეცემათ საშუალება ამ რეფორმაში ჩაერთონ.

კახი კალაძის განმარტებით 1 ოქტომბრიდან დღემდე 2 ათასამდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა. მერიისა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის შედეგად კი გარკვეულ ნაწილს აღნიშნული ჯარიმა ჩამოეჭრებათ.

მერია ტაქსების სისუფთავეს გააკონტროლებს

ტაქსის მძღოლებს ვაუჩერები უფასოდ გადაეცემათ.

კახა კალაძემ შსს მინისტრს და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა დედაქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმაში მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის.

დედაქალაქის მერის განცხადებით, წელს ნაადრევად დაიწყება საახალწლო სამზადისი. მან უკვე გასცა განკარგულებები და დავალებები ბიზნეს სექტორთან აქტიური კომუნიკაციისთვის.

 

პრიორიტეტი ქვეითია: რას ფიქრობს მერია ავტობუსებზე, ბასლაინებზე, შუქნიშნებზე, გადასასვლელებზე… ფორტუნას ექსკლუზივი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები