LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამდენი თეთრი ტაქსი, ახალი მანიშნებელი ბევრ ადამიანს სიამოვნებს – კახა კალაძე

181
72567526-1935791126524314-6834502331942305792-o (1)

თბილისის მერი ტაქსების რეფორმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ ეხმაურება და განმარტავს, რომ ეს ყველაფერი მისი მხარდამჭერებისთვის და ქართული ოცნებისთვის კი არა, ქალაქისთვის კეთდება. 

კალაძე ოპონენტების კრიტიკასაც პასუხობს და ამბობს, რომ ისინი მმართველ გუნდს ებრძვიან.

“მე მესმის, რომ ებრძვიან ქართულ ოცნებას. შეიძლება, მებრძოდნენ მე, მაგრამ ბრძოლას აქვს თავისი წესები.

როდესაც ქვეყნისთვის სასიკეთოს აკეთებ, ქალაქისთვის სასიკეთოს აკეთებ, მე მგონია, რომ თუნდაც ჩვენი ოპონენტები უნდა ხედავდნენ ამას. 

კალაძემ განაცხადა, რომ ტაქსებს ფასების გაზრდის შესაძლებლობა არ ექნებათ

"არავის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რეფორმისა და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები"

ეს მარტო ქართული ოცნებისთვის, ჩემი ან ჩვენი მხარდამჭერებისთვის არ კეთდება. ეს კეთდება მთლიანად ქალაქისთვის. ის, რომ ზოგადად ტრანსპორტი იქნება ქალაქში მოწესრიგებული…

მერე უკვე ვერაფერს რომ ვერ გახდნენ , დაინახეს რომ მართლა წარმატებით წარიმართა ეს პროცესები.

ამდენი თეთრი ტაქსი, ახალი მანიშნებელი, ძალიან ბევრ ადამიანს სიამოვნებს ეს, რომ მოწესრიგებულია ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მოწესრიგდება მომდევნო წლების განმავლობაში”, – განაცხადა კალაძემ “ქრონიკის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები