მსახიობი ეკა ჩხეიძე „ტვ პირველთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ „შეუძლებელია ის, რაც ხდება, არ შეიმჩნიო და ცხოვრება განაგრძო“.
„არ შეიმჩნიო ის, რაც ხდება, დადგე და სპექტაკლი ითამაშო, ან განაგრძო ცხოვრება, რანაირად შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა?!.. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელთანაც უბრალოდ ვეღარ ვკონტაქტობ. რომ შევხვდებით, ამინდზე ხომ არ ვილაპარაკებთ და ძალაუნებურად ჯახი მოგვდის…
იცით, რა გამახსენდა? ამ „გამჭვირვალობის კანონზე“ რომ იყო საუბარი, კობახიძემ, 2023-ის მარტში თქვა მგონი, ხალხის აზრს ვითვალისწინებთ და უკან გგვაქვსო. მერე 2024-ში მდინარაძე გამოდის და ამბობს, აღდგა ეს კანონიო. ეს არის ხალხის მოტყუება. ძალიან მაღიზიანებს, რომ არ იმჩნევენ. დიალოგში შემოსვლაზეც აღარაა ლაპარაკი. ცოტა დაცინვაა.
ამ თავ-პირის მტვრევაში, მართლა ბრძოლის ველზე, ორი საათის მერე, აწყობენ ნაძვის ხეს. ვითომც არაფერი. ჩემზე მეტად არავის უხარია ახალი წელი, მაგრამ ამის ხასიათზე არ ვარ. ხომ შეიძლებოდა, მთავარი ნაძვის ხის რიყეზე, ან სხვა მოედანზე დადგმა?”- ამბობს ეკა ჩხეიძე.