LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს საკმარისი არაა, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ: გია ვოლსკი “გირჩის” მოთხოვნებზე

51
გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პარტია “გირჩის” განცხადება შანტაჟია და შესაბამისად, დეპუტატის თქმით, მას არ ჰგონია, რომ სერიოზულია. თუმცა, ვოლსკიმ ისიც განაცხადა, რომ “რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას პარლამენტის მიმართ  სხვა მოთხოვნა აქვს.”

“არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება – ეს არ არის საკმარისი, რათა ამ თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ,” – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, რითაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ „გირჩის“ 7-პუნქტიან მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არსებობს თემები, რომელზე მსჯელობაც შეიძლება, თუმცა გარკვეული საკითხები „გირჩმა“ უკეთესად უნდა დაასაბუთოს.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები, ასევე უმრავლესობის და უმცირესობის ფუნქციები, იმიტომ, რომ შეიძლება ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერს მხარს, სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის, მაგრამ არსებობს უმრავლესობის პოზიციები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით და მათზე მსჯელობა შეიძლება.

მაგალითად, სკოლების და სასწავლებლების დამოუკიდებლობის, თვითრეგულაციის საკითხებს, ალბათ უკეთესად უნდა დაასაბუთონ, რა ფინანსური შედეგი ექნება და ჩვენს საზოგადოებას რას მოუტანს. თუნდაც დამოუკიდებელი შერიფის არჩევის და მოსამართლის არჩევის თემებთან დაკავშირებით, არ შეიძლება, რომ ჩვენი პოზიცია ბატონი იაგოს განცხადებებზე აიგოს ,” – აღნიშნა ვოლსკიმ.

ბოიკოტის რეჟიმს შევწყვეტთ, თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მიერ განსაზღვრული 7 საკითხიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტას დათანხმდება: “გირჩი”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g