LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წევრებს]…შემდეგ თავს ჯგუფურად დამესხნენ, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი“ – გახარია სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე

180
გიორგი გახარია

„არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს]. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე მედიასთან პირველად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მას საქმე არა შემსრულებლებთან, არამედ დამკვეთთან აქვს. მისივე თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის, „რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც“:

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ინფორმაცია „ფორტუნას“ უწყებაში დაუდასტურეს.

„15 იანვარს განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ჩემ გუნდზეც. ამას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიძინა, დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით. მათ შორის, საჯაროდაც. მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან, რომელიც ძალადობს ახალგაზრდებსა და ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან საქართველოში. დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი, მთავარი ფასეულობა არის ფული და ძალაუფლება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად.

რაც შეეხება იმ დღეს, მე ვიყავი ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, უკვე შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავ,ი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს „ლობი“ დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. აშკარა იყო ეს ადამიანები ცდილობდნენ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ამ ყველაფრის მოყოლა მიწევს იმიტომ, რომ დღეს როგორც გამოძიება მიდის და როგორც ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია იქცევა, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. 

„როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“ და „ჯაშუში“, თმენით უნდა შეხვდე, ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი – მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივი“ – ირაკლი კობახიძე

„შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას – საქართველო უკეთესს იმსახურებს“ – აშშ-ს საელჩო

ბერდია სიჭინავა: „ბათუმის „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g