LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპირებ ამ საკითხზე ახლა საუბარს – შარლ მიშელი არ აკონკრეტებს, რას მოელის მოლაპარაკებებიდან

67
Sarli da kristiani

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელ თავს არიდებს შეკითხვას, რა მოლოდინი აქვს საქართველოში ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ.

ის არც იმას აკონკრეტებს მოელის თუ არა, რომ პროცესში მონაწილე პოლიტიკური პარტიები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას.

„მე არ ვაპირებ ამ საკითხზე ახლა საუბარს. მე დავნიშნე სპეციალური პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, იგი მუშაობს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან, რათა ეცადოს მოიძებნოს კრიზისიდან გამოსავალი“, – განაცხადა შარლ მიშელმა 30 მარტს პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად,  თბილისში 27 მარტიდან იმყოფება.

გუშინ მან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე საბოლოო წინადადებებს დადებს.

შეთანხმების ალბათობა არის 50-50-ზე, კარგი 50-ის იმედი ვიქონიოთ – კობახიძე

გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს – ირაკლი კობახიძე

განვიხილეთ სავარაუდო შეთანხმების რამდენიმე დეტალი – ირაკლი კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შესახებ

ხვალ მაგიდაზე წინადადებებს დავდებ საბოლოოდ: კრისტიან დანიელსონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g