LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც გაუმართლებელ გადაწყვეტილებას იღებენ – “კონსერვატორებმა” უმრავლესობა დატოვეს

242
533007-433332060039117-796724401-n

საპარლამენტო უმრავლესობა ამჯერად ფრაქცია „კონსერვატორებმა“ დატოვეს. „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კანონპროექტის  ჩავარდნას უკავშირდება.

„ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, ვინც უარი განაცხადა მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. „კონსერვატორებს“ არასდროს გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპებისთვის. არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი“ – განაცხადა ძიძიგურმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ 6 წევრისგან შედგება და ესენი არიან: გიგა ბუკია – ფრაქციის თავმჯდომარე, მუხრან ვახტანგაძე – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, რულსან გაჯიევი – ფრაქციის მდივანი; ნინო გოგუაძე – ფრაქციის წევრი; პაატა კვიჟინაძე – ფრაქციის წევრი; ზვიად ძიძიგური – ფრაქციის წევრი.

“ქართული ოცნების წითელი ხაზი“ - დეპუტატები მმართველ პარტიას ტოვებენ

დეპუტატების პრინციპული გადაწყვეტილება პრინციპულ შედეგზე.

შგახსენებთ, რომ  14 ნოემბერს პლენარულ სხდომაზე მთავრობის  მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტის  ჩაგდების შემდეგ „კონსერვატორების“ გარდა უმრავლესობის რიგები კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვა: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.

 

“ქართული ოცნების წითელი ხაზი“ – დეპუტატები მმართველ პარტიას ტოვებენ

magti 5g