LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვაპირებთ შევირჩინოთ ბრალდება გაყალბებული არჩევნების შესახებ: მამუკა მდინარაძე

58
122838084-2404196713210080-8216076954470071551-o

“მთავარია პრობლემები არ შეექმნას სახელმწიფოს და ქვეყნის პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ასე არ მოხდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ვიტოვებ იმედს, რომ იფიქრებენ რაციონალურად. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს პარლამენტში ვიხილავთ ოპოზიციონერ დეპუტატებს. ჩემი აზრით, ეს უნდა მოხდეს საერთო შეთანხმების შემდეგ”.

მისი თქმით, მოლაპარაკებები აუცილებლად გაგრძელდება და შეუძლებელია რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღოს მთავარი შეთავაზება.

“თუ საგამოძიებო კომიისიის ფარგლებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 1%-იანი გადახრა მაინც იქნება და ისინი შეძლებენ ვინმესთვის დამტკიცებას, მაშინ იქნება რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვერავინ შეძლებს. ნამდვილად არ ვაპირებთ შევირჩინოთ ბრალდება გაყალბებული არჩევნების შესახებ”.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია შეძახილებით და სირცხვილის დერეფნით მიმდინარეობს.

“მონა! მონა!” – დეპუტატები პარლამენტში სირცხვილის დერეფნისა და კომუნისტური სიმღერის ფონზე შედიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g