LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მონა! მონა!” – დეპუტატები პარლამენტში სირცხვილის დერეფნისა და კომუნისტური სიმღერის ფონზე შედიან

151
police

სამოქალაქო აქტივისტები, საქართველოს პარლამენტთან აქციას მართავენ, შეძახილებით – ”მონა, მონა”. ასევე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან ”სირცხვილის დერეფანი” აქვთ მოწყობილი.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. ახალი მოწვევის დეპუტატები პარლამენტში, სირცხვილის დერეფნის და შეძახილების ფონზე შედიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი  პარლამენტის შენობასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად დარჩებიან და რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე აქტივისტებმა ყვავილები მიიტანეს და პარლამენტის შესასვლელთან დაყარეს. მათი განმარტებით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებს “უკანასკნელ გზაზე აცილებენ”.

გარდა ამისა, აქცის მონაწილეებმა ჩართეს საბჭოთა პერიოდის ცნობილი სიმღერა “დიდება პარტიას” (პეტრე გრუზინსკის ლექსზე რევაზ ლაღიძის სიმღერის “როცა მოგვიხმობს სამშობლოს” მიხედვით).

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g