სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შესაძლო ცვლილებებს ერხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმით, ამ სამსახურის გავლა ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა დაიცვან.
„ამ შემთხვევაში მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოვლით, საქართველოს მოქალაქეები ადასტურებენ ქვეყნის ერთგულებას, მათ მზაობას, რომ თუ ქვეყანას დასჭირდა ისინი მზად არიან,” – განაცხადა მან.
კითხვაზე, ამ კუთხით, ეთანხმება თუ არა ის იმ მოსაზრებას, რომ სამხედრო სამსახურში ქალებიც უნდა გაიწვიონ, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ის ამის წინააღმდეგი არ არის.
„ვნახოთ, ქალები რას იტყვიან. ზოგადად, მე არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ ქალები ჯარში მსახურობდნენ,“ – განაცხადა ქუცნაშვილმა.
საჯარო სამსახურში შესაძლოა, იმ პირთა დასაქმება შეიზღუდოს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ – საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მალე პარლამენტში დარეგისტრირდება, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.
ინიციატივის მიხედვით, უნდა გამკაცრდეს სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ კანონით გათვალისწინებული სასწავლო სემესტრების რაოდენობა ამოწურული იქნება, სტუდენტის სტატუსი ვეღარ გახდება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების საფუძველი.
საჯარო სამსახურში შესაძლოა, იმ პირთა დასაქმება შეიზღუდოს, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვთ - საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მალე პარლამენტში დარეგისტრირდება, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.
გაუქმების ნაცვლად, პირობები მკაცრდება - რა იცვლება სავალდებულო ჯარში
კანონპროექტში გაწერილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით.