LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა მეორე მოსმენით „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მიიღო

137
Untitled design

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

„თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო უარს ამბობს იარაღის ხელში აღებაზე, ის ალტერნატიულ შრომით სამსახურს გაივლის“ – გიორგაძე თავდაცვის ახალ კოდექსზე

მუხლობრივი განხილვის შემდეგ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი 79 ხმით დაუჭირეს. 6-მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა.

მისი თქმით, მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, ის არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს,ასევე შემოაქვს სამხედროებისთვის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები და ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს.

ელისაშვილი: „რეზერვში ახალგაზრდებს უნდა ასწავლონ მტრის განადგურება და მოკვლა, დღეს გაწვეულ ახალგაზრდებს დროის მოკვლას ასწავლიან“

„თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული.ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულშემატკივრობს, მაქსიმალურად იყო ჩართული“, – თქვა გიორგაძემ  პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ.

ცნობისათვის, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდება. მას სექტემბერში მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

„თუ ვინმე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწეოდით, ათასობით ახალგაზრდა ვითომდა ეპისკოპოსი რომ გახადეთ“ – გიორგაძე ხვიჩიას 

მიხეილ სარჯველაძე: თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებებით „გირჩის“ არაკეთილსინდისიერი სქემა მოიშლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები