LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ – „ბიბლიურ თავისუფლებას“ ვერ გააუქმებთ იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, არასწორ მხარეს ხართ და ღმერთი თქვენკენ არ არის“ – ხვიჩია „ოცნების“ დეპუტატებს

154
იაგო ხვიჩია

„საკუთარი უსუსურობა რომ დაგანახვოთ, წარმოიდგინეთ, წელიწადზე მეტია ამ კანონთან დაკავშირებით აქ დგახართ, თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ, ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, ამ შემთხვევაში, თქვენ ხართ არასწორ მხარეს და ღმერთი არ არის თქვენკენ“, – ამ განცხადებით პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ, ხვიჩიამ კითხვები დასვა ჯარში გაწევასა და სასამართლოში გაწვევის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა 

„ხარვეზების მიუხედავად, ის საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს“

„არის საკითხები, რომელზედაც კანონით განსაზღვრება, რომ მისი შეჩერება არ შეიძლება, მაგალითად, ეროვნული ბანკის საკითხები და ა.შ. თქვენ, მეორე ასეთ საკითხად დაასახელეთ, აი, ეს ამბავი – ვიღაცას რომ ჯარში წაყვანის განაჩენს გამოუტანენ, სასამართლოში რომ გაასაჩივრებს ეს მას არ აჩერებს აპრიორი, კანონის ძალით.

ამავდროულად, განმარტებით ბარათშიც გიწერიათ და ისედაც საუბრობთ იმას, რომ სასამართლოს გარკვეულ დროს შეეძლება ეს გადაწყვეტილება შეაჩეროს. ახლა, მე მაინტერესებს, გარკვეულ დროს შეეძლება რომ შეაჩეროს და რა შემთხვევებია ეს? თუ არ შეუძლია შეაჩეროს, როგორც ამ კანონში გიწერიათ?

თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ როგორც ეროვნული ბანკის შემთხვევაში აქაც არ უნდა შეჩერდეს, მაშინ ნუ ამბობთ და ნუ წერთ განმარტებით ბარათში იმას, რომ რაღაც გარკვეულ მომენტებში შეჩერდებაო.

ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ თუ იმას ამბობთ, რომ ეს არასდროს უნდა შეჩერდესო, მაშინ, მგონი, უნდა ახსნათ, კონკრეტულად რა არის ეს ასეთი, რომელიც თურმე არასდროს უნდა შეჩერდეს და როდის ხდება ის შემთხვევა, როდესაც სასამართლო შეაჩერებს [გაწვევას]? მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენი ახლობელი იქნება ვინმე?“ – მიმართა დეპუტატებს იაგო ხვიჩიამ.

„გრიგოლს, ჯუანშერს, ირაკლის ვულოცავ მონათმფლობელობის კანონის მიღებას – პრეზიდენტს ვთხოვთ მისთვის შეურაცხმყოფელ კანონს ვეტო დაადოს“ – ხვიჩია „თავდაცვის კოდექსის“ დამტკიცებაზე 

მანვე ისაუბრა „თავდაცვის კოდექსში“ არსებულ რელიგიურ ნაწილზე ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი აზრით, ეს საკითხი, ამ თემაში, ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ზაფხულში იყო ეს კანონპროექტი წარდგენილი, კანონპროექტში ხომ გეწერათ ის, რომ „გირჩის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. რაც ამ პაკეტში შეცვალეთ არის ის, რომ განმარტებითი ბარათიდან ამოიღეთ, „გირჩის“ წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი იქ დატოვეთ, რაც ეხება იმას, რომ სახელმწიფო განსაზღვრავს სინამდვილეში, ვინ არის მორწმუნე.

თავდაცვის მინისტრი: ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი

სინამდვილეში ხომ იმას ვსაუბრობთ, რომ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კომისრებს მიაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, „ეს ადამიანი ნამდვილი მორწმუნეა და ეს ადამიანი ნამდვილი მორწმუნე არ არის“.

სხვა შემთხვევაში, რა შუაშია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი? რატომ შემოგვყავს თავდაცვის საკითხების ორგანიზებაში ახალი უწყება, რომელსაც ამ საქმეში აქამდე არაფერი ესაქმებოდა?!

ახლა, ალტერნატიულ სამსახურზე გადაწყვიტეთ, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, წმინდა სინოდმა კი არ გადაწყვიტოს, რა არის რელიგია და ვინ არის მორწმუნე, არამედ ბატონმა გრიგოლ გიორგაძემ გადაწყვიტოს, ვინ არის მორწმუნე, თქვენმა კომისრებმა გადაწყვიტონ, ვინ არის მორწმუნე, ვინ, რომელ რელიგიას განეკუთვნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაადგინოს, ვინ მოხვდება სამოთხეში, ვინ ჯოჯოხეთში, ვის სალხინებელში გაუშვებენ და ა.შ.

ღარიბაშვილი „თავდაცვის კოდექსზე“: „გირჩის“ მავნებლობა დავასრულეთ“

როდესაც სახელმწიფო ადგენს, ვინ არის და ვინ არ არის მორწმუნე, შედის მღვდლებისთვის და სასულიერო პირებისთვის განკუთვნილ სივრცეში, ამაზე არსებობს ევროსასამართლოს უამრავი პრეცედენტი, რომ ეს სახელმწიფოს საქმე არ არის, მაგრამ თქვენ ყველაფერს არღვევთ, ყველაფერს არღვევთ, სასამართლოს გადაუარეთ, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრავთ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეჩერდება, თუ არ შეჩერდება.

თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ადამიანს, რა დონეზე სწამს და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებთ, რაც ამ ზაფხულში განმარტებით ბარათში გეწერათ. ახლა ეს უბრალოდ ამოიღეთ და დანარჩენი ყველაფერი შემოიტანეთ და რეალური მიზეზი არის ის, რომ „გირჩის ბიბლიურ თავისუფლებას“ ებრძოლოთ.

საკუთარი უსუსურობა რომ დაგანახვოთ, წარმოიდგინეთ, წელიწადზე მეტია ამ კანონთან დაკავშირებით აქ დგახართ, თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ, ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ ვერ გააუქმებთ „ბიბლიურ თავისუფლებას“ იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, ამ შემთხვევაში, თქვენ ხართ არასწორ მხარეს და ღმერთი არ არის თქვენკენ, თორემ სხვანაირად როგორ შეიძლება, ფაქტობრივად, თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე უმრავლესობა თქვენ გვერდზე იყოს, პრემიერ-მინისტრი თქვენ გვერდზე იყოს, ეკლესია თქვენ გვერდზე იყოს და წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უბრალოდ სულელივით გიწევდეთ ერთ ადგილზე დგომა და ვერაფერს ასაბუთებდეთ, ვერც „გირჩის“ გაუქმების კანონს იღებდეთ და კიდევ დიდ ხანს მოგიწევთ იქ დგომა“. – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი“ – პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა 

პოპულალურები