LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მთავარია გუნდის შენარჩუნება” – კახა კალაძე (ვიდეო)

216
მარ

“არანაირი უმრავლესობა არ დაიშლება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი დეპუტატების მხრიდან პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებები. იქნება შეხვედრები და იქნება უფრო დაზუსტებული გადაწყვეტილება მიღებული” – ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე კენჭისყრის ჩაგდების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის არჩევნების პროპორციული სისტემის ინიციატივის ჩაგდებას არ ელოდებოდა – “ყველა ვერ იქნება ერთ პოზიციაზე, ნამდვილად არ ველოდებოდი თუ ეს ცვვლილება არ განხორციელდებოდა, თუმცა მთავარია გუნდის შენარჩუნება რათა ქვეყანაში იყოს სტაბილურობა”.

ყველა გასასვლელის ბლოკირებას მოვახდენთ - აქციები იწყება (ვიდეო)

,,მინიმუმ დისკომფორტი იგრძნონ ამ არამზადებმა, იმისთვის რომ ცდილობენ ჩვენს ქვეყანას წაართვან მომავალი"

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ  შერეული საარჩევნო სისტემაც დემოკრატიულია: “იმის მიუხედავად რომ მე პროპორციული სისტემის მხარდამჭერი ვარ, შერეული სისტემაც დემოკრატიულია და ბევრ ქვეყანაშია.”

 

შეგახსენებთ დღეს საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა მომხრე 101 დეპუტატი იყო. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით 3-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები არიან მობილიზებულები. ისინი საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.

“ქართული ოცნების წითელი ხაზი“ – დეპუტატები მმართველ პარტიას ტოვებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები