LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცი ეს ქალბატონი ვინ არის, მაგრამ ის არის ნათელი მაგალითი იმისა… როგორიც არ უნდა იყოს ქართველი ქალი – თამარ ივერი

38843
ტამ

ქართველი სოპრანო თამარ ივერი საკანონმდებლო ორგანოში დღეს განვითრებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ის, რაც დღეს პარალმენტში ვიხილეთ, უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს.

თამარ ივერის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

„არ ვიცი ეს ქალბატონი ვინ არის, რომელ პარტიას ეკუთვნის, მაგრამ რა მოთხოვნებიც არ უნდა ჰქონდეს….ის არის ნათელი მაგალითი იმისა….
როგორიც, უპირველესად :
არ უნდა იყოს ქართველი ქალი❗
შემდგომ,
როგორიც:
არ უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი ქალი❗
და სულ რომ ათას პროცენტიან სიმართლეს ჰღაღადებდეს… როგორი ტიპაჟიც :
არ უნდა მიუშვა სახელმწიფოს სადავეებთან და არ უნდა მისცე ძალაუფლება❗

რამდენად მტკივნეული თემაც არ უნდა აწუხებდეთ და რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდენ:
პარლამენტის მაგიდაზე ფეხებით მდგომთა, საღებავების მიმომსხმელთა, მოსტვენართა, მომკივანთა, პროვოკაციული ფლეშმობების მომწყობ პოლიტიკოსთა ამ ქვეყანაში ეპოქა უნდა დასრულდეს❗❗❗
მეამბოხე, მოჯანყე, რევოლუციური ნატურები… გინდ ქალი-გინდ კაცი… ქვეყანას არ უნდა მართავდნენ❗
დროა სოლიდურ სახეებს ხედავდეს ხალხი მის მიერ არჩეულ პარლამენტში.❗
მსგავს აქციებზე თავად ევროპის და ამერიკის პოლიტიკურ სპექტრს ერევა გული❗
ეს არ არის ევროსტანდარტი❗❗❗❗
ნებისმიერ სადაო თემას, განხილვაც და მწვავე დავაც ღირსეულ დონეზე სჭირდება❗
პარლამენტი ქვეყნის სახეა❗❗❗❗
პ.ს. და ბოლოს…. არც ნაცი ვარ არც ქოცი❗ცივი გონებით გვერდიდან ვუყურებ მოვლენებს.
უბრალოდ…უკვე ტიტანიკივით ვიძირებით ამდენ დაპირისპირებებში და მტკივა ეს ყოველივე. ვხედავ რომ მავანნი ბნელ გვირაბში კიდევ ხელს აფარებენ ქვეყნის გზის გასაკვლევ ფანარს❗“, – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g