LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „როგორც კი ჩემი დაბადების დღე დადგებოდა, ანუ ერთი წელი მომემატებოდა, მაშინვე სარკისკენ გავრბოდი, აბა ერთი ნაოჭი თუ მომემატა-მეთქი…“

162
თამარ ივერი

8 სექტემბერს თამარ ივერი იუბილარი იყო. ჟურნალ „თბილისელებთან“ ის საუბრობს იმის შესახებ, როგორ უყურებს ასაკის მატებას.

– ახლავს დაბადების დღეს ფიქრი წარსულზე, შეცდომებზე… თუნდაც სინანული?

თამარ ივერი:

– რა თქმა უნდა. ყოველთვის ასეა. დავჯდები და ვფიქრობ ხოლმე, როგორ ვიცხოვრე, რა წაიღო და რა შემმატა წინა წელმა და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ამ დღეს ადრე პანიკები მემართებოდა (იცინის). როგორც კი ჩემი დაბადების დღე დადგებოდა, ანუ ერთი წელი მომემატებოდა, მაშინვე სარკისკენ გავრბოდი, აბა ერთი ნაოჭი თუ მომემატა-მეთქი. მერე მივხვდი, რომ წლები კი მემატებოდა, მაგრამ ნაოჭები არ ჩანდა და მიხაროდა (იცინის). დედაჩემი 80 წლის იყო და სახეზე ნაოჭები არ ჰქონია, მაგრამ მეტყოდა ხოლმე, შვილო, ასაკი რომ მოგემატება, ნაოჭებიც გაგიჩნდებაო და ამიტომაც იყო, რომ საკუთარ დაბადების დღეზე დილით ადრე წამოვხტებოდი და პირველ რიგში, სარკისკენ გავრბოდი ნაოჭის აღმოსაჩენად (იცინის). რომ ვერ ვპოულობდი, მშვიდად ვაგრძელებდი დღეს (იცინის). მერე ჩემი თავი შთავაგონე და რეალურად, ასეცაა, რომ ასაკი და წლები მხოლოდ ციფრებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g