LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცი, რა ჩრდილოვან მთავრობაზე საუბრობს ოპოზიცია, ჯერ რეალურ მთავრობაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებზე აგონ პასუხი: გურამ მაჭარაშვილი

90
გურამ მაჭარაშვილი

„არ ვიცი, ოპოზიცია რა ჩრდილოვან მთავრობაზე საუბრობს, მაგრამ რეალურ მთავრობაში როცა იყვნენ, რა დანაშაულებიც ჩაიდინეს, ჯერ იმაზე აგონ პასუხი და შემდეგ ისაუბრონ ჩრდილოვან მთავრობაზე,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა უნდა იყოს თუ არა, ამაზე პასუხი ქართულმა საზოგადოებამ უნდა გასცეს.

„რაც შეეხება ე.წ. კოალიციურ მთავრობას, უკაცრავად მაგრამ, ქართულ საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, რომელიც იმას წყვეტს, ქვეყანაში კოალიციური მთავრობა უნდა იყოს თუ არა. მან გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე, ადგილობრივ ხელისუფლებაშიც „ქართული ოცნება“ დატოვა და ამას ყველა უნდა შეეგუოს. რეალისტური როგორ უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, როცა „ქართულმა ოცნებამ” 47 პროცენტი აიღო?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები