ენრიკე იგლესიასი ძველი ვიდეოს გამო, სადაც ის ფანს ვნებიანად კოცნის, კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც არტისტმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ კონცერტზე გადაღებული საარქივო ვიდეო გამოაქვეყნა.
ოთხი შვილის მამა, ენრიკე იგლესიასი ულამაზეს ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს
51 წლის მომღერალმა გააზიარა 2022 წელს გადაღებული კადრები, რომლებმაც თავის დროზე უკვე დიდი განხილვა გამოიწვია. იმ პერიოდში მომღერალი უკვე მრავალწლიან ურთიერთობაში იმყოფებოდა ყოფილ ჩოგბურთელთან, ანა კურნიკოვასთან და მასთან სამი შვილი ჰყავდა.
ვიდეოს ხელახლა გამოქვეყნებამ სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ბევრი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მსგავსი კადრების გაზიარება არასწორი ნაბიჯია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ანა კურნიკოვა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გახდა დედა.
„ანას ადგილას ძალიან გაბრაზებული ვიქნებოდი“, „ეს ვიდეო უნდა წაშალოს“, „არ ვიცი, როგორ უმკლავდება ანა ამას“, – წერენ კომენტარებში მომღერლის გამომწერები.
თავად ენრიკე იგლესიასს წარსულ ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ კონცერტებზე გულშემატკივრებთან კოცნა მისთვის მადლიერების გამოხატვის ფორმაა. მისი თქმით, ის განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობს საკუთარი აუდიტორიის მიმართ და მსგავსი ჟესტით ცდილობს მათთან კავშირის დამყარებას. მომღერალი ასევე ამტკიცებდა, რომ ანა კურნიკოვა ამ საკითხს მშვიდად უყურებს და ეჭვიანობის მიზეზად არ მიიჩნევს.
მიუხედავად ამისა, თავად კურნიკოვას ამ თემაზე საჯარო კომენტარი არასდროს გაუკეთებია.
ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი უკვე 22 წელია ერთად არიან. წყვილს მიმდინარე წლეს მეოთხე შვილი შეეძინა.
„ოჯახი“ – ენრიკე იგლესიასი შვილების თბილ ფოტოს ავრცელებს
