LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვიცი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მივალთ თუ არა ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია: იაგო ხვიჩია

61
იაგო ხვიჩია

„არ ვიცი, როგორი წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მივალთ თუ არა ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აკეთებს.

მისი განცხადებით, პარტია „გირჩი“ რეგიონებში თავის წარმომადგენლებს „ზუმპლატფორმის“ საშუალებით ეძებს და კანდიდატების შერჩევა საჯაროდ მოხდება.

„ორივეს უნდა, ეს კამპანია იყოს დაძაბული, ჩხუბისა და დაპირისპირების კამპანია, რადგან ეს არის რაც ყველაზე კარგად იციან, დანარჩენი საქმიანი საუბარი და დაპირებების შესრულებაზე ლაპარაკი არ არის ქართული პოლიტიკური სპექტრის ძლიერი მხარე სამწუხაროდ. არ ვიცი, როგორ კამპანიას გააგრძელებენ ესენი, ჩვენ მივალთ თუ არა საბოლოო ჯამში ცემა-ტყეპამდე, მინდა, აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ დაძაბული და ჩხუბზე აგებული კამპანია რომ იქნება, ეს ფაქტია.

ახლა ფიზიკურად გამოცხადებული გვაქვს საჯარო ღია კონკურსები და გვექნება საარჩევნო ზუმკამპანია, სადაც ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ხვალიდან დავიწყებთ ჩვენი კანდიდატების გაცნობას ადამიანებისთვის. მაგალითად, ზესტაფონში ან საჩხერეში ვინმეს თუ უნდა ჩვენი წარმომადგენლობა ზუმპლატფორმის მეშვეობით მთელი საქართველოს დასანახად ვაჩვენებთ ადამიანებს როგორ ვარჩევთ საჯაროდ ჩვენს კანდიდატებს. გარდა ამისა, გვექნება საქართველოს პარლამენტიდან ახალი გადაცემები და ვილაპარაკებთ ღრმად ყველა იმ თემაზე, რომელიც გირჩის აზრით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g