მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით, ცესკოში არ ადასტურებენ. როგორც “ფორტუნას” ცესკოს პრესსამსახურში განუცხადეს, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება და საქმიანობას აგრძელებს.
“თამარ ჟვანია არ გადმდგარა. არ ვიცით, საიდან აგორდა ინფორმაცია, ცესკოს თამჯდომარე თანამდებობაზე რჩება და მუშაობას აგრძელებს,” – გვითხრეს ცესკოს პრესსამსახურში.
ინფორმაცია თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა, ჟვანიას გადადგომის შესახებ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე, რამდენიმე წუთის წინ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამაც დაწერა.