LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა 20 ივნისის ამნისტიას! – პარლამენტთან აქცია დაანონსდა

76
BeFunky-collage (1)

არა 20 ივნისის ამნისტიას – ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტებმა, მოძრაობა “შეცვალე”, “დემოკრატიული მომავლისთვის” და “მოძრაობა საქართველოსთვის” 25 აპრილს, 15:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია დაანონსეს.

“19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე.

კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია.

რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცავებზე - თამარ ონიანი განმარტავს

"თუ ვინმეს კითხვა შეიძლება გაუჩნდეს, რატომ არ უნდა გავრცელდეს ამნისტია სამართალდამცველთა მიმართებით ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი"

სრულად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით.

საქართველოს პატრიოტებს, ვისთვისაც მნიშვბელოვანია ჩვენი სახელმწიფო, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ღირსება, მოგიწოდებთ, კვირას, 25 აპრილს, 15:00 სთ-ზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ერთად გავაპროტესტოთ ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი” –  ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

magti 5g