უკვე მეოთხე დღეა, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ და პირველი მოსმენით მხარდაჭერილ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები პარლამენტთან აპროტესტებენ.
აქციებზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ გაცნხადებებს აკეთებენ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმოადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე სხვადასხვა პროფესიის, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები.
17 აპრილს აქციაზე იმყოფებოდა მომღერალი სოფო გელოვანიც. მედიაში გავრცელებულ ფოტოში მომღერალს ხელში უკავია ბანერი წარწერით -„ კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“.
აღნიშნულ ფოტოს სოციალურ ქსელში სოფო გელოვანის კოლეგა და მეგობარი ნოდიკო ტატიშვილი ეხმიანება და წერს: „არა ბიჭოს, მოსკოვს დაეკითხებოდა“.
Sophie Gelovani არა ბიჭოს მოსკოვს დაეკითხებოდა!❤️
Posted by Nodiko Tatishvili on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024
„არა, რუსულ კანონს!!!“ – გეგა შონია და ვაჩე ღვინიაშვილი პარლამენტთან გამართული აქციიდან