LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე სუფთა, მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანია…“ – ნინი შერმადინი ნოდიკო ტატიშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს

383
ნინი შერმადინი, ნოდიკო ტატიშვილი

„შევარდნაძის დროსაც ვმღეროდით, სააკაშვილის დროსაც და დღესაც. არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის კარის მომღერალი“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში და მისი კოლეგის, მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს:

„ვერ შევიკავებ თავს, რომ არ მოგიყვეთ ცოტა რამ ნოდიკო ტატიშვილზე. ვიცნობ 25 წელია და თან ძალიან ახლოს და კარგად! დავიწყებ იმით, რომ შევარდნაძის დროსაც ვმღეროდით, სააკაშვილის დროსაც და დღესაც. არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის კარის მომღერალი. ყველაზე სუფთა, მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანია. ყველა დამეთანხმება ვინც მას იცნობს.

ყველა ცივილურ ქვეყანაში, მომღერალს, ხელოვანს თუ მსახიობს ანუ ნებისმიერ ცნობილ სახეს აქვს უფლება, დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური შეხედულება, თამამად და ხმამაღლა. რა თქმა უნდა ეს აზრი ყველას ვერ მოეწონება, მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ გაჩუმდე, როცა რაღაც არ მოგწონს!   ნოდიკოს ნამდვილად არ ჭირდება ჩემი ადვოკატობა მაგრამ, გამომდინარე იქიდან რომ ვიცნობ ძალიან კარგად და ჩემი ოჯახის წევრია, ვერ ვიტყვი რომ ოდესმე ვინმესტი ყოფილა. 

განა რა კანონია ამისთანა,ის მაინც გვითხარით, რომ არაფერი აქვს რუსულთან საერთო, კარგი დაუშვათ მე უვიცი ვარ,არაფერი მესმის, ვერც კანონებში ვერკვევი, ჩემზე ბევრად ჭკვიანი ხალხი დგას გარეთ…

არა რუსეთს და არა არაფერს რუსულს!  გაუმარჯოს თავისუფალ, ერთიან და ევროპულ საქართველოს!“, – წერს ნინი შერმადინი.

აღნიშნულ პოსტს კომენტარის სახით გამოეხმაურა თავად ნოდიკო ტატიშვილი:

„მიყვარხარ და მადლობა დიდი! არც გამკვირვებია შენგან! ალალი და გულწრფელი ხარ ყოველთვის და კი ვიცი როგორ გიყვარვარ და ისიც იცი მე როგორც მიყვარხარ!

მაგრამ ერთი რამე იცოდე, რომ ლანძღვა ეხლა ყველაზე ნაკლებად სადარდებელია! ეხლა სხვა რამეა სადარდებელი და ეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე ვინ ტროლ-ბოტი გამლანძღავს და გამთათხავს

ეს ნახე რა ბოლომდე და გაიგებ სინამდვილეში ესაა პუტინის კანონი თუ ევროპულ-ამერიკული კანონი. https://youtu.be/5AB7U7wiI0E?si=QfwswMvPPUOsqcV9

მიყვარხარ და არინერვიულო შენ ჩემზე, მეც არ ვნერვიულობ, მართლა!“

„მიყვარს დოი თავისი დასით! ვინმე თუ იტყვის სცენას როგორ იყენებენ პროტესტისთვისო, ეს ყოველთვის მიღებული პრაქტიკა იყო მსოფლიოში“ – ნოდიკო ტატიშვილი დავით დოიაშვილის განცხადებაზე

ვერ შევიკავებ თავს, რომ არ მოგიყვეთ ცოტა რამ ნოდიკო ტატიშვილზე. ვიცნობ 25 წელია და თან ძალიან ახლოს და კარგად! დავიწყებ…

Posted by Nini Shermadini on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები