46 წლის დრიუ ბერიმორმა გუშინ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ის უახლეს მეგობართან, კამერონ დიასთან ერთადაა გადაღებული. მსახიობები ფილმ „ჩარლის ანგელოზების“ გადაღებებიდან ამ დრომდე უახლოესი მეგობრები არიან, თუმცა მათი ერთობლივი ფოტო მედიაში წლებია არ გავრცელებულა.
საინტერესო ამ ფოტოზე ისაა, რომ 46 წლის ბერიმორი და 49 წლის დიასი ძალიან ბუნებრივად გამოიყურებიან. ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალური ქსელების მომხმარებლები ემოციებს კომენტარებით გადმოსცემენ: „როგორ დახვეწილად ბერდებით“, „როგორი ბუნებრივები ხართ, საოცარია“, „არა ფილტრი, არა ფილერი“, – წერენ კომენტარებში.