LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერონ დიასის ახალი ფილმის გადაღება შეჩერდა! – გადასაღებ მოედანზე ბომბი აღმოაჩინეს

455
კამერონ-დიასი

ცნობილი გახდა, რომ კამერონ დიასის ახალი ფილმის გადაღებები დროებით შეჩერებულია. მიზეზი ლონდონში, გადასაღებ მოედანზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობაა. როგორც გამოცემა The Sun წერს, ბომბის ამოქმედების შემთხვევაში, აფეთქება საკმაოდ მასიური იქნებოდა. წყარო გამოცემას ატყობინებს, რომ საუბარია მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ დროს ამოქმედებულიყო, რადგან თავის დროზე მისი აღმოჩენა და განეიტრალება, ვერ მოხერხდა.

ახალი ფილმი, სადაც კამერონ დიასი და ჯეიმი ფოქსი მონაწილეობენ, ეკრანებზე მომდევნო წელს უნდა გამოვიდეს. ფილმის გადაღებები უკვე მეორედ შეჩერდა, პირველად, როცა „ნეტფლიქსმა“ რამდენიმე თანამშრომელი კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ბრალდებით დაითხოვა.

კამერონ დიასი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კინოში დაბრუნდა – 50 წლის მსახიობის პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან

კამერონ დიასი კინოში დაბრუნდა – 8 წლის შემდეგ გადასაღებ მოედანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები