LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა, მე არ ვნანობ ამას“ – ანჯელინა ჯოლი ათი წლის შემდეგ დაუბრუნდა თემას, რომელმაც ოდესღაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

177
page

ანჯელინა ჯოლი ათი წლის შემდეგ დაუბრუნდა თემას, რომელმაც ოდესღაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა – თავის გადაწყვეტილებას პროფილაქტიკური ოპერაციების შესახებ. 50 წლის მსახიობმა ჟურნალ Hello!-თან ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა იმის შესახებ, რატომ გადაწყვიტა ორმხრივი მასტექტომიისა და საკვერცხეების ამოღების ოპერაციის გაკეთება და რატომ არ ნანობს ის ამ ნაბიჯს.

ულამოსკვნილად აქვითინებული ანჯელინა ჯოლის ახალი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

„მე ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ძალიან ადრე დავკარგე დედა და ბებია. მე მაქვს BRCA გენი, ამიტომ ათი წლის წინ გადავწყვიტე ორმხრივი მასტექტომიის გაკეთება. შემდეგ საკვერცხეებიც ამოვიკვეთე, სწორედ ამ დაავადებამ შეიწირა ჩემი დედის სიცოცხლე. ეს ჩემი არჩევანი იყო. არ ვამბობ, რომ ყველა ქალმა უნდა გააკეთოს იგივე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არჩევანის უფლება გვქონდეს. არა, მე არ ვნანობ ამას“, – აცხადებს ანჯელინა.

მსახიობის თქმით, ბევრი ქალი, ვინც კიბოს დიაგნოზს ეჯახება, ხშირად კარგავს რწმენას, ეჭვი შეაქვს საკუთარ სილამაზესა და მიმზიდველობაში, თუმცა მისი გამოცდილება აჩვენებს, რომ სიცოცხლის სურვილი ბევრად უფრო ძლიერია.

ჯოლიმ 2013 წელს გაიკეთა ორმხრივი პროფილაქტიკური მასტექტომია მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ატარებდა გენ BRCA-ს, გენს, რომელიც მკერდისა და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის. მოგვიანებით მან საჯაროდ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, რითაც დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც მედიცინის სფეროში, ასევე საზოგადოებაში.

გულამოსკვნილად აქვითინებული ანჯელინა ჯოლის ახალი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ცნობისთვის, ახალ ფილმში Couture ჯოლი ასახიერებს ამერიკელ რეჟისორს, რომელიც პარიზში ჩადის, რათა გადაიღოს ფილმი მოდაზე, მაგრამ იქ ყოფნისას იგებს, რომ მას მკერდის კიბო აქვს. მსახიობი აღიარებს, რომ ეს როლი მას საკუთარ წარსულ გამოცდილებას ახსენებს და კიდევ ერთხელ აძლიერებს რწმენას, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, ანჯელინას დედა, მსახიობი, მარშელინ ბერტრანი, 2007 წელს, 56 წლის ასაკში საკვერცხეების კიბოსგან გარდაიცვალა. ამ დიაგნოზს ის რვა წელი იბრძოდა. ჯოლის ბებია, ლოის ჯუნ ბერტრანი კი ამავე დიაგნოზით, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტო/ვიდეო: ანჯელინა ჯოლის თვალწარმტაცი გაბრწყინება წითელ ხალიჩაზე

„ივნისში იმ ასაკის ვიქნები, რა ასაკშიც დედაჩემს კიბო დაუდგინეს“ – ანჯელინა ჯოლი ემოციურ პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები