სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აქცია „არა ოკუპაციას“ გაიმართა. მუსიკოსებმა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები მუსიკალური პერფორმანსით გააპროტესტეს. შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
“ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტები იქნება ჩვენი ხმა — იარაღი მათ წინააღმდეგ. დროა, რაც ჩვენ შეგვიძლია, ის გავაკეთოთ და მათ აგრესიას წინ მუსიკის ხმა დავახვედროთ ბარიერად”, — ასე მიმართავდნენ აქციის ორგანიზატორები ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს.
რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქცია იმ ადგილზე გაიმართა, სადაც რუსმა სამხედროებმა ერთი თვის წინ სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.
https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/569860373459380/
