მას შემდეგ, რაც რუსეთმა ე.წ ტურისტული ემბარგო დაგვიწესა და საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა აკრძალა, გარდა ამისა ქართული ღვინის ხარისხი დაიწუნა და ჩვენს ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა, სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა კამპანია „არა ოკუპაციას“.
ცოტა ხნის წინ, ამავე კამპანიის ფარგლებში, მზესუმზირის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია „მაკნატუნამ“ საკუთარი პროდუქცია ახალი შეფუთვით გამოუშვა. კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ახალი შეფუთვის ამსახველი ფოტომასალა გამოჩნდა.
„ახალი შეფუთვა ოკუპაციის თემაზე! #არაოკუპაციას! შემოგვიერთდი“, – წერია „მაკნატუნას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
ცნობისთვის, შპს „მაკნატუნას“ საწარმო ქუთაისში მდებარეობს. აქ იწარმოება: უგემრიელესი ქართული მზესუმზირა , მიწისთხილი, გოგრის გულები, სიმინდის ბურბუშელა, ასევე სუხარიკები.