ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე გუშინ გამართული აქციიდან, მეუღლესთან – ნიკა კოჩაროვთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აზიარებს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„არა რუსეთს და მონობას! კი ევროპას, კი თავისუფლებას, კი დასავლურ ღირებულებებს!” – წერს ევგენიძე.
ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.