LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა რუსულ კანონს – კი ქართულ კანონს! ევროპას, გამჭვირვალობას“ – „ქართული ოცნების“ ლიდერები ახალ გზავნილებს ავრცელებენ

238
„ქართული ოცნება“

„არა რუსულ კანონს – კი ევროპას, გამჭვირვალობას“ – ამ მოწოდების ფოტოები აღწერით: „კი – ქართულ კანონს“ „ქართული ოცნების“ ლიდერების სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

აღნიშნული შინაარსის ფოტოებს ავრცელებენ თბილისის მერი: კახა კალაძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე და „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები.

მელია კალაძეს: „წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ…“

„გაცვდა პროპაგანდა, ყველა მხრიდან გაცვდა – აღარც ნაცების ტოქსიკა მუშაობს, მათი მნიშვნელოვნად დასუსტების გამო, აღარც აკერმანის ბაკურიანის გეგმა, აღარც სოროსის….“

ინფორმაციისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უკვე მესამე კვირაა მოქალაქეები ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტს უწყვეტი აქციებითა და მსვლელობებით აპროტესტებენ.

მმართველი პარტია კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას 13 მაისს გეგმავს. მანამდე კი, 10 მაისს, უქმე დღეს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა.

დღის წესრიგის მიხედვით კომიტეტზე 10 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი არ განიხილება.

31 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს: „შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს EU-ს მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება“

magti 5g