„კახა კალაძე წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ…“, – ასე ეხმაურება პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებულ ბანერს წარწერით: „არა რუსულ კანონს! კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას“.
მელიას თქმით, დღეს „ხალხმა ოცნება უკვე აქცია წარსულად“.
„არა რუსულ კანონს“ ბანერსა და წარწერას ებრძოდნენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შლიდნენ და ხევდნენ, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, ვერ ამარცხებენ ამ ბუნებრივ, ქართულ ამოძახილს, თან ეტყობათ ყველგან რომ უმცირესობაში არიან – და ასეთი თვალშისაცემი რომ არ იყოს მათი სიმცირე, შერჩენილი გულშემატკივრებიც რომ არ ჩამოეფანტოთ – „არა რუსულ კანონსო“ დაიწერეს.
„არა რუსულ კანონს – კი ქართულ კანონს! ევროპას, გამჭვირვალობას“ – „ქართული ოცნების“ ლიდერები ახალ გზავნილებს ავრცელებენ
აღნიშნული შინაარსის ფოტოებს ავრცელებენ თბილისის მერი: კახა კალაძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე და სხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
გაცვდა პროპაგანდა, ყველა მხრიდან გაცვდა – აღარც ნაცების ტოქსიკა მუშაობს, მათი მნიშვნელოვნად დასუსტების გამო, აღარც აკერმანის ბაკურიანის გეგმა, აღარც სოროსის….
სხვა დროა, სხვა ხალხია, სხვა პროცესია და სხვა პროტესტია, ხალხმა ოცნება უკვე აქცია წარსულად.
P.S. Kakha Kaladze კახა კალაძე ვინც რუსულ კანონს ვაპროტესტებთ, ყოველდღე ვიკრიბებით პარლამენტთან, წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ…“, – წერს ნიკა მელია.
"არა რუსულ კანონს" ბანერსა და წარწერას ებრძოდნენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შლიდნენ და ხევდნენ, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, ვერ…
Posted by Nika Melia on სამშაბათი, 07 მაისი, 2024