LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა რუსულ მთავრობას“ – პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან 

129
Untitled design (1)

„არა რუსულ მთავრობას“, „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ამ ლოზუნგებით არიან შეკრებილები სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით უნდა წარდგეს.

პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს 

როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, ისინი აპირებენ, რომ ანგარიშის წარდგენის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გააპროტესტონ.

სამოქალაქო მოძრაობა „ნაბიჯის“ წარმომადგენლის, დავით სეხნიაშვილის თქმით, დღევანდელ აქციას შეუერთდებიან სტუდენტური გაერთიანებები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ის ადამიანები, ვისთვისაც მმართველი გუნდის პოლიტიკა მიუღებელია:

„ირაკლი ღარიბაშვილს დღეს წლის შეჯამება აქვს პარლამენტში. ვიცით, რომ ძალიან ბევრ ტყუილს იტყვის და გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს. ჩვენი შეკრების მიზეზიც სწორედ არის ის, რომ მშვიდად არ ჩავატარებინოთ ის მასკარადი, რის გამართვასაც დღეს ღარიბაშვილი პარლამენტში აპირებს“, – თქვა დავით სეხნიაშვილმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g