LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

158
fot (1)

პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

„30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g